გამოკითხვაში 153 ქვეყნის მენეჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების 1000 სახელმწიფო თუ კერძო ბიზნესის სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა. მათ პასუხი უნდა გაეცათ ერთი მარტივი შეკითხვისთვის „ბიზნესის რომელ სკოლას გაუწევდით რეკომენდაციას ამ ქვეყანაში?".
წარმატება რამდენიმე კრიტერიუმმა განაპირობა:
საერთაშორისო აღიარება აკრედიტაციის, თანამშრომლობისა და საერთშორისო, რეგიონალური თუ ადგილობრივი შეფასების მიხედვით;
საერთაშორისო ცნობადობა, 1000 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევანი;
საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრების რეკომენდაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს: http://www.eduniversal-ranking.com/
იხილეთ გაზეთ "24 საათის" სტატია
ბიზნესის სკოლის საერთაშორისო წარმატება
11 იანვარი