კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წევრების ვიზიტი

11 იანვარი

 19 დეკემბერს, კავკასიის სამართლის სკოლას, საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წევრები ეწვივნენ.

 

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტებმა ასოციაციის პრინციპებზე, მიზნებსა და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. მათ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს. უახლოეს მომავალში კავკასიის სამართლის სკოლასა და ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.