10 დეკემბერს კავკასიის სამართლის სკოლაში შედგა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
კომისიის წინაშე წარსდგა სამაგისტრო პოგრამის სამი სტუდენტი, ლერი გულედანი, ანა სუთიძე და თამარ ნიკოლაძე.
ლერი გულედანმა წარმოადგინა ნაშრომი სახელწოდებით „საშემოსავლო გადასახადი (შედარებით სამართლებრივი ანალიზი" და მიიღო შეფასება "A".
ანა სუთიძე წარსდგა ნაშრომით „გარიგების მონაწილე მხარეთა მოთხოვნის უფლებები ლიზინგის ხელშეკრულებაში (შედარებითი ანალიზი საქართველოსა და ამერიკის კანონმდებლობის მაგალითზე)". მაგისტრანტმა მიიღო შეფასება „A".
ბოლო გამომსვლელი გახლდათ თამარ ნიკოლაძე თემით „ლიზინგის ხელშეკრულება". თამარმაც წინამორბედთა მსგავსად მიიღო „A" შეფასება.
ჩვენს პარტნიორ ტალინის უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სამაგისტრო ნაშრომი სათაურით: "Influence of European Standards on Development of Legal Framework of the Freedom of Peaceful Assembly in Georgia" წარმატებით დაიცვა დალი გაბელაიამ, რომელმაც მიიღო შეფასება „B".
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა
11 იანვარი