გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
პრეზენტაციას უშუალოდ გაუძღვა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დირექტორი პაატა ბრეკაშვილი და GGSB MBA პროგრამის დირექტორი ფილ იარი, რომელიც პასუხისმგებელია შიდა და გარე პროგრამებზე, მათ შორის გრენობლის MBA პროგრამაზე საქართველოში.
ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და უკეთ გაერკვნენ პროგრამის არსში. ეს ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მეექვსე მიღებაა.
შეგახსენებთ, რომ ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც საბოლოოდ გასცემს ორმაგ ხარისხს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი გრენობლის ბიზნესის სკოლის მიერ და საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ.