კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტების წარმატება

11 იანვარი

(კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტუდენტურ ჯგუფებს უნდა შეემუშავებინათ ბიზნეს–გეგმები ოთხი მიმართულებით: ვარციხე, ახტალა, გაზის ბალონები, ქართული აგრო პროდუქტის ექსპორტი.

კავკასიის ბიზნესის სკოლის ჯგუფმა "ქართული აგრო პროდუქტის ექსპორტის" თემაზე იმუშავა და გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებული ჯგუფის წევრები არიან:

გვანცა საღარაძე
სოფიო ხიდეშელი
მარიამ ყურაშვილი
დიმიტრი ხორავა

კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი პაატა ბრეკაშვილი მოცემული ჯგუფის მენტორი იყო.

"დრო თვეზე ნაკლები გვქონდა, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, შედეგმაც არ დააყოვნა და გავიმარჯვეთ. დიდ მადლობას ვუხდით მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს, აგრეთვე, ბიზნესის სკოლის თითოეულ ლექტორს, განსაკუთრებით კი ჩვენს მენტორს, პაატა ბრეკაშვილს დახმარებისთვის" - სოფიო ხიდაშელი.

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს ულოცავს გამარჯვებას და აგრეთვე, გულითად მადლობას უხდის იმ სტუდენტებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთაც აღნიშნულ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.