ლექცია ბიზნესის სკოლის მარკეტინგის სპეციალობის სტუდენტებისათვის

11 იანვარი

კომპანია "ედრესის" პორტფელი დღეისათვის 7 ბრენდს აერთიანებს: სელიო, ეტამი, ტომ ტეილორი, 123, გერი ვებერი, DPAM, და JOOP. დავით სონღულაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ ხდება ბიზნეს საქმიანობის წამოწყება საქართველოში, რა შესაძლებლობები და ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს ქართულ ბაზარზე და როგორ შეძლო მან საკუთარი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება. აგრეთვე, სტუმარმა ისაუბრა კომპანია "ედრესის" განვითარების გეგმებზეც. აღნიშნულ ლექციაზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ქართული კომპანიის პრაქტიკულ საქმიანობას გაცნობოდნენ.