პროექტის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა.
2011 წლის 23 იანვარს შედგა ინტელექტუალური თამაში მოსწავლეთათვის BG Wise ფინალი. ფინალურ ტურში მონაწილეობდა 29 გუნდი. თამაშის დასკვნით ტურში ერთპიროვნული გამარჯვება მოიპოვა თბილისის 115-ე საჯარო სკოლის გუნდმა ,,სტიქსი", რომელმაც 17 ქულის დაგროვება შესძლო. გუნდის კაპიტანს დიტო ყიზილაშვილს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ გადასცა საჩუქრად ლეპტოპი, საუკეთესო კოორდინატორს დავით ფარცვანიას, ფულადი პრიზი, 1000 ლარის ოდენობით, ხოლო გუნდის ყველა წევრს კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ბორის (ბუბა) ლეჟავამ გადასცა "Amazonkindle".
ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბა ზურაბიანმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სახელით, მეორე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები დააჯილდოვა 3 თვიანი ვაუჩერით რომელიმე უცხო ენის შესასწავლად ერთ-ერთ მოსამზადებელ ცენტრში.
„BG Wise"-ი არის „ბიზნესის ჯგუფის" მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მასშტაბური პროექტი.
„ბიზნესის ჯგუფი" 2008 წელს დაარსდა და მასში გაერთიანებულნი არიან კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ მისი სტუდენტები მსგავს წარმატებულ და მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებენ და ხელს უწყობენ განათლების სტიმულირებას.
გამარჯვებული სასკოლო გუნდების დაჯილდოვება
11 იანვარი