სტუდენტებს საპარლამენტო ინიციატივა ამ პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა და მისმა მოადგილემ, ამავე ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ გააცნეს.
საუბარი შეეხო მედია მფლობელობის, მათი ფინანსური გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხებს. როგორც ლაშა ტუღუშმა განმარტა, კომპლექსური მიდგომის გარეშე, მედია გარემო არ გაუმჯობესდება, ამიტომ ინიციატივა ერთდროულად 8 კანონპროექტში ითვალისწინებს ცვლილებას.
სტუდენტების შეკითხვები წარმოდგენილი პაკეტის დეტალებს შეეხო: არის თუ არა რეალური პარლამენტში ამ საკითხის ლობირება; არის თუ არა ყველა ცვლილების გატანის შემთხვევაში ამ კანონების ამუშავების გარანტია და ა.შ. მედიის სკოლის სტუმრებმა განაცხადეს, რომ მათი პროექტი პროფესიონალების მიერ სიღმისეული კვლევების საფუძველზეა შექმნილი. ავტორები არიან: ვახტანგ ხმალაძე, გიორგი ჩხეიძე, ნინო დანელია, ლაშა ტუღუში, ელისო ჩაფიძე; პროექტს მხარს აქტიურად უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, დამოუკიდებელი მედია; პოზიტიურად აფასებენ უცხოური საელჩოები და ამიტომ ავტორები იმედოვნებენ, რომ არგუმენტირებული უარის თქმა საპარლამენტო უმრავლესობას გაუჭირდება, თუმცა იქვე აღინიშნა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უკვე აქვს შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ცვლილებას მხოლოდ მაეწყებელთა შესახებ კანონში ითვალისწინებს.
{phocagallery view=category|categoryid=204|limitstart=0|limitcount=0}