გადაცემა „სტუდენტური პროექტი –დიდი პერსპექტივა”

14 ივნისი 2009


მონაწილე უნივერსიტეტები და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები:

1. სასულიერო აკადემია – ავთანდილ გიუნაშვილი
2. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი – ნინო შეწირული
3. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – გიორგი ხიდირბეგიშვილი
4. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია – გვანცა ბუნიათაშვილი
5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ლაშა ფარულავა
6. ქართულ-ევროპული უნივერსიტეტი – გიორგი ორმოცაძე
7. სოხუმის უნივერსიტეტი – ელიკო ბენდელიანი
8. ი. ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – დავით შუბითიძე
9. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ომარ ყაყიტაშვილი
10. კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ბიზნესის სკოლა )– დავით ფოჩხუა

ნახევარფინალში გავიდნენ :

1. სასულიერო აკადემია – ავთანდილ გიუნაშვილი
2. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი – ნინო შეწირული
3. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – გიორგი ხიდირბეგიშვილი
4. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია – გვანცა ბუნიათაშვილი
5. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ომარ ყაყიტაშვილი
6. კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ბიზნესის სკოლა) – დავით ფოჩხუა

ფინალი:
1. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ომარ ყაყიტაშვილი
2. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – გიორგი ხიდირბეგიშვილი
3. კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ბიზნესის სკოლა )– დავით ფოჩხუა

ქულები ფინალში:
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ომარ ყაყიტაშვილი 10 ქულა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – გიორგი ხიდირბეგიშვილი 12 ქულა
კავკასიის უნივერსიტეტი (კავკასიის ბიზნესის სკოლა) – დავით ფოჩხუა 15 ქულა

გადაცემა ეთერში გავა 19 ივლისს, კვირას ტელეკომპანია "მზის" ეთერში.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა , დავით ფოჩხუამ მოიპოვა 100 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში და კავკასიის უნივერსიტეტს მოუპოვა ერთი გადაცემა, რომელიც ჩაიწერება ახალ სეზონში შემოდგომაზე, ოქტომბრის თვეში და მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები, თანამშრომლები და სტუდენტები.
მიხარია, რომ გავიმარჯვე და წარმატებული აღმოჩნდა ჩემი მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტის სახელით. ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობა იყო თამაშში მონაწილეობა, რამეთუ გამარჯვება არა მხოლოდ ჩემს პირად, არამედ უნივერსიტეტის გამარჯვებასაც ნიშნავდა. მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემს გამარჯვებაში.
"ეტალონი არის ნამდვილად საინტერესო და წარმატებული ტელეპროექტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ ქვეყნის წარმატების გარანტია. მივესალმები "ეტალონი"-სა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობას და წარმატებებს ვუსურვებ. განაკუთრებით მინდა აღვნიშნო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას მხარდაჭერა პროექტისადმი. სტუდენტებს მოვუწოდებ აქტიურად ჩაერთონ და წარმოაჩინონ საკუთარი თავი და უნივერსიტეტი."-გვიზიარებს შთაბეჭდილებებს დავით ფოჩხუა.

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს დავით ფოჩხუას გამარჯვებას და უსურვებს მას დიდ წარმატებებს მომავალში!!!