ხელოვნების სტუდენტური ფესტივალის დასკვნითი ნაწილი

9 ივნისი 2009


ფესტივალის საპატიო სტუმრები იყვნენ თბილისის ვიცე-მერი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი და თსუ-ს რექტორი გიორგი ხუბუა.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა სანდრო საყვარელიძემ, გიგი ბალავაძემ, იორამ ხარბედიამ, უტა დევნოზაშვილმა, ბექა კიკვაძემ, ირაკლი რამიშვილმა და ირაკლი ჯანაშიამ იმღერეს "რაჭული პოპური".
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ფოჩხუა დააჯილდოვეს ფესტივალში მონაწილეობისთვის.

ვულოცავთ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ამ წარმატებას!