ორგანიზატორები იყვნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და მერიის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი. პროექტის მიზანია ქართული ხალხური მივიწყებული ხელოვნების გაღვიძება და სტუდენტებში პოპულარიზება. პროექტში მონაწილეობა მიიღო 16 უნივერსიტეტმა, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლამ.
2 ივნისი კავკასიის ბიზნესის სკოლის ანსამბლისათვის და მომღერლებისათვის წარმატებული აღმოჩნდა. მათმა გამოსვლამ მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ანსამბლის შემადგენლობაში შედიან: დევნოზაშვილი უტა, ხარბედია იორამი, ბალავაძე გიგი, საყვარელიძე სანდრო, ჯანაშია ირაკლი, მეფისაშვილი გიორგი და რამიშვილი ირაკლი. ანსამბლს ხელმძღვანელობდა ჯუმბერ ყოლბაია.
ბიზნესის სკოლის ანსამბლმა შეასრულა თუშური სატრფიალო ანი კეკუასთან ერთად და რაჭული პოპური. ქალაქურ სიმღერაში ანი კეკუამ, გიორგი მეფისაშვილმა და ირაკლი რამიშვილმა შეასრულეს "იები".
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ტრადიციული ხელოვნების სტუდენტური ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს.