ახალბედა კომპანიის პროექტის პრეზენტაცია

26 ნოემბერი 2008
"საფრანგეთის ბიზნეს-საბჭოსა" და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი "ახალბედა კომპანიის პროექტის" პრეზენტაცია.
პროექტი გამოცხადებულ იქნა ბ-ნ ჟილბერ ის (საფრანგეთის ბიზნესის საბჭოს პრეზიდენტი), ბ-ნ ანტუან ბარდონის (საფრანგეთის ბიზნესის საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი), ბ-ნ კამილ მარკეტის (საფრანგეთის ბიზნესის საბჭოს დირექტორი),
ქ-ნ თეიკო კანდელაკის (საფრანგეთის ბიზნესის საბჭოს გენერალური მდივანი), ბ-ნ დავით ირემაძის (კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დირექტორი) და ქ-ნ თინათინ გუგბერიძის (კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი) მიერ. ღონისძიებას დაესწრნენ საპატიო სტუმრები: ბ-ნი ჟან-ფილიპ ანვერი (ლორენის საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორი) და ბ-ნი ჟოელ ბასტენერი (საფრანგეთის საელჩოს მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის დარგში).
მსოფლიოში არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე, ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით "საფრანგეთის ბიზნეს-საბჭო საქართველოში" და კავკასიის ბიზნესის სკოლა (კავკასიის უნივერსიტეტი) ახალგაზრდა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობენ "ახალბედა კომპანიის პროექტს". კონკურსი გამოავლენს საუკეთესო პროექტს.
პროექტის მთავარი მიზანია, დაეხმაროს კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებს ისეთი პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც უკავშირდება საქონლის ექსპორტ-იმპორტსა და გაცვლით მომსახურებას, შეარჩიოს განვითარების პერსპექტივის მქონე პროექტები და ჩამოაყალიბოს ურთიერთობები "ახალბედა" და "გამოცდილ" ბიზნესმენებს შორის.
პროექტი შედგება რამდენიმე საფეხურისაგან: პროექტის პრეზენტაცია, საუკეთესო გუნდის შერჩევა, "ნათლიის" გამოყოფა სტუდენტების დასახმარებლად პროექტის მომზადების დროს და ყველაზე წარმატებული და ინოვაციური პროექტების შერჩევა.