ოქტომბრის ბოლოს, კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა გადაწყვიტეს თავიანთი წვლილი შეეტანათ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და 13 კაციანი ჯგუფი გაემგზავრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ნაკრძალში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, რაც ითვალისწინებდა ბილიკის დასუფთავებას; ტურისტული თავშესაფრების შეღებვას; საპიკნიკე ადგილების შეკეთებას და ა.შ.
ამ პროექტის განხორციელებაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.
პროექტს ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ კომპანიები: "დიზელი", "შპს. მაგნატი 2008", "პეპსი" და "ლიბო პლიუსი."
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები გეგმავენ მსგავსი აღდგენითი სამუშაოები მცხეთის მიმდებარე ტერიტორიასა და ძველ თბილისში ჩაატარონ.
სტუდენტების მთავარი მიზანი იყო მაგალითი მიეცათ სხვებისთვის, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეღო მონაწილეობა სოციალური პასუხისმგებლობის პროცესებში.