იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართალში

11 იანვარი

2010 წ. 4 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა იმიტირებული პროცესი საკონსტიტუციო სამართალში.


მოპასუხე მხარის გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა "BSG" შემდეგი შემადგენლობით: ბაქარ ფალავანდიშვილი, სანდრო სამადბეგიშვილი და გიორგი თინიკაშვილი.

მოპასუხე მხარის გუნდებს შორის მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა "DURA LEX SED LEX" შემდეგი შემადგენლობით: ანა კოსტავა, ნინო ნიკოლაიშვილი და თამარ ხარაზიშვილი.

მოსარჩელე მხარის გუნდებს შორის მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა "LLS" შემდეგი შემადგენლობით: დავით ფარცვანია, შოთა კვანტალიანი და ნოდარ რუაძე.

კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს ვულოცავთ ამ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას!