2010 წლის 23 ივლისს, კავკასიის სამართლის სკოლის საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები:
სამართალმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის და გარდამავალი პერიოდის სასწავლო გეგმების დამტკიცება;
კავკასიის სამართლის სკოლის ანგარიში 2009-2010 სასწავლო წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა;
2009-2010 სასწავლო წელს გაცვლით საბაკალავრო პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება;
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისათვის ალტერნატიული კრედიტების აღიარება;
ქ. ატლანტაში (ა.შ.შ.) იურიდიულ პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება;
სამართლის სკოლის დოქტორანტურაში მეცნიერ-ხელმძღვანელთა შემადგენლობის დამტკიცება;
სკოლის საბჭოს მდივნის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია.