კავკასიის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი ასათიანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში

11 იანვარი

მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმების ან მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი ასათიანმა, რომელიც მონაწილეებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარდგა თემით: "სიკვდილით დასჯის საკითხები საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში".

 

სიმპოზიუმის მონაწილეთა შორის იყვნენ პროფესორები აშშ-დან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან. კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნა მსოფლიოში არსებული ვითარება სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება სასჯელის ამ უკიდურესი ფორმის გამოყენების აკრძალვასთან მიმართებაში.