შალვა ამონაშვილმა, საკუთარ მამულში, სოფელ ბუშეტში, სამართლის სკოლის დოქტორანტებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მან სპეციალურად დოქტორანტებისათვის წაიკითხა სალექციო კურსი პედაგოგიკაში, რომელიც 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ბ-ნ შალვამ ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: პედაგოგიური აზროვნების ძირითადი მიმართულებანი, სწავლების სისტემის განვითარება, კლასიკური პედაგოგიკა – ჰუმანური პედაგოგიკა. აკადემიკოსმა დოქტორანტებს განუმარტა ჰუმანურ-პიროვნული მიდგომის თეორია და პრაქტიკა, ჰუმანური პედაგოგიკის პრობლემატიკა.
            
        აკადემიკოს შალვა ამონაშვილის სემინარი
          11 იანვარი 
        
        