საქველმოქმედო აქცია

5 თებერვალი 2010
უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით საქველმოქმედო აქცია მოაწყო. ბავშვებს გადაეცათ საკვები პროდუქტები, გამაგრილებელი სასმელი, ტკბილეულობა და გასართობი ინვენტარი. ღონისძიების ფარგლებში, კინოთეატრ „საქართველოში", ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა უყურეს მულტფილმს „მომღერალი თახვები 2". სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ქველმოქმედების პარტნიორებს „ნიკორასა" და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს.