სკოლის საბჭოს მეორე სხდომა

14 იანვარი 2010
რომელმაც განიხილა და მიიღო გადაწყვეტილებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: საბაკალავრო პროგრამაზე პირველ ტრიმესტრში გაწეული საქმიანობის ანგარიში (დევი ხვედელიანი); სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პირველ ტრიმესტრში გაწეული საქმიანობის ანგარიში (სოფო შენგელია); საბაკალავრო პროგრამის ,,იურიდიული კლინიკის'' დებულებასა და პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ (გოგი ღლონტი); კავკასიის სამართლის სკოლის 2009 წლის საუკეთესო ლექტორის კონკურსის შედეგების შესახებ (დევი ხვედელიანი).

კავკასიის სამართლის სტუდენტთა 2009 წლის შემოდგომის ტრიმესტრის გამოკითხვის შედეგად საბაკალავრო სწავლების საფეხურზე საუკეთესო ლექტორად დასახელდა ბ-ნ ზვიად როგავა, ხოლო სამაგისტრო სწავლების საფეხურზე ქ-ნ ნონა თოდუა.