კავკასიის სამართლის სკოლასა და ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

11 იანვარი
ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ლუბლიანას უნივერსიტეტის იურირდიული ფაკულტეტი დაარსდა 1919 წლის ივლისში. იმ დროისათვის უნივერსიტეტი შედგებოდა 5 ფაკულტეტისაგან, ესენია: ტექნიკური და იურიდიული, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და სამედიცინო ფაკულტეტებისაგან.
ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი თავისი არსებობის პირველივე წელს ითვლიდა 300-400 სტუდენტს, ხოლო მომდევნო წელს 500-600.
დეკანის ოფისი პირველად მიენდო პროფესორ პიტამიკს, რომელმაც პედაგოგიური და სამეცნიერო მოქმედებები 1920 წლის 15 აპრილს დაიწყო, ლექციით "სამართალი და რევოლუცია".
იურიდიულმა ფაკულტეტმა მისი დაარსებისთანავე დაიწყო საკუთარი გაზეთის გამოშვება, რათა განემტკიცებინა მისი მნიშვნელობა პროფესიონალთა წრეში.
იურიდიულმა ფაკულტეტმა წარმატებით გამოსცა სამეცნიერო ტრაქტატის ჟურნალი, რომელიც შემდგომში მუდმივი გამოცემა გახდა.
ფაკულტეტმა დააფუძნა სამეცნიერო ინსტიტუტები, რომელთაგან რამდენიმე დამოუკიდებელიც კი გახდა, მაგრამ ისინი კვლავ ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირს იურიდიულ ფაკულტეტთან. ეს ინსტიტუტებია: შედარებითი სამართლის ინსტიტუტი, კრიმინოლოგიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი მართვის ინსტიტუტი, შრომის ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტის ეკონომიკური ინსტიტუტი და საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი.
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მონაწილეობდა იმიტირებული პროცესების შეჯიბრებაში. 2006 წლის თებერვალში მიწვეულნი იყვნენ ისეთ პრესტიჟულ იმიტირებულ პროცესზე, როგორიცაა ევროპის სამართლის იმიტირებული პროცესის შეჯიბრება.
იურიდიული ფაკულტეტი გამოირჩევა ფართო გამომცემლობითი საქმიანობითა და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებით.
ფაკულტეტის ყველაზე მნიშვნელოვან დახასიათებას წარმოადგენს მისი უდიდესი როლი სლოვენიის რესპუბლიკის საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი http://www.pf.uni-lj.si/