კავკასიის სამართლის სკოლის წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში

31 მარტი 2009
იმყოფებოდა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კავკასიის უნივერსიტეტსა და სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარდა მემორანდუმით გათვალისწინებული პირობებისა, რომელიც თანამშრომლობის ფართო სპექტრს ითვალისწინებდა, დაისახა უმნიშვნელოვანესი პერსპექტივები კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა დასაქმებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მემორანდუმის გაფორმება სახელმწიფო უწყებასა და კერძო სასწავლებელს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრის დასაქმებას სახელმწიფო სამსახურში, ლექტორთა ურთიერთგაცვლას, კვალიიფიკაციის ამაღლებას და ა. შ.
შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო სამართალმცოდნე ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის კრიმინალისტიკურ- ოპერატიული თვალსაზრისით.