სამართლის სკოლის ადმინისტრაცია და პროფესორები ეწვივნენ ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის შტაბ-ბინაც განთავსებულია ქალაქ ათენში. სტუდენტებმა დაათვალიერეს ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო და საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც მათ უნდა ისწავლონ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მეოთხე წელი. შეხვედრაზე სამართლის სკოლის სახელით ისაუბრა სამართლის სკოლის დეკანმა ბატონმა ზაზა მარუაშვილმა, ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით ისაუბრა და მასპინძლობა გაგვიწია ამავე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა პიჯი პროტოპსალტისმა.
სტუმრად ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციაში
11 იანვარი