ახალი სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

15 ივნისი 2008
გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტებიდან. 250 სტუმარს შორის ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები მილანის უნივერსიტეტიდან.

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი სიმონგულაშვილი და კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი ზაზა მარუაშვილი მიესალმნენ მოწვეულ სტუმრებს. კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთი მესხიშვილმა წარადგინა ახალი სამაგისტრო პროგრამები სამართლის შემდეგ დარგებში:

  • სამოქალაქო სამართალი
  • კორპორაციული სამართალი
  • საბანკო-სადაზღვევო სამართალი
  • საერთაშორისო ბიზნესის სამართალი
  • ადმინისტრაციულ - საგადასახადო სამართალი
  • სისხლის სამართალი
  • საერთაშორისო საჯარო სამართალი (ქართულ-ინგლისური)
  • ჯანდაცვის სამართალი