კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა მერვე სასკოლო კონფერენცია

11 იანვარი

6 აპრილს, ქ.თბილისის იუსტიციის სახლის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტთა მერვე სასკოლო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „საქართველოს გზა ევროპისაკენ". კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ნაშრომები სამართლის სხვადასხვა მიმართულებებიდან. სტუდენტთა პრეზენტაციები შეაფასა ჟიურიმ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით.

ჟიურის გადაწყვეტილებით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი – გიორგი ჯოლია (III კურსი)
II ადგილი – ალექსანდრე ზარდიაშვილი (III კურსი)
III ადგილი –  ოლეგ თორთლაძე (II კურსი)

კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.