პროექტი ფონდში, ტურიზმის სკოლის აკადემიური პროგრამების დირექტორმა, თეიმურაზ ხუციშვილმა წარადგინა.
პროექტის მიზანია ტაო–კლარჯეთში საექსპედიციო სამუშაოების ჩატარების მეშვეობით, ცნობილი კულტურული ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა და აღწერა, ასევე აქამდე უცნობი ქართული კულტურული ძეგლების აღმოჩენა.
საკვლევი სამუშაოების შემდეგ აღმოჩენილი და შესწავლილი ძეგლები ილუსტრირებული კატალოგის სახით ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.
პროექტში მონაწილეობას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია მიიღებს. პროცესში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან.