ავსტრიელი სტუდენტები სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

11 იანვარი
10–კაციანი ჯგუფი ეწვია.

სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ბატონი კახა შენგელია და კავკასიის ბიზნესისა და ჰუმანიტარული სკოლების დეკანები შეხვდნენ.

პირველი დღის დასასრულს ავტრიელ სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტი სადილით გაუმასპინძლდა.

სტუდენტებისათვის მომავალი კვირის განმავლობაში ლექციები ჩატარდაება თემაზე: „ბიზნესსაქმინობა საქართველოში". ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ეწვევიან ქართულ კომპანიებს, რათა უკეთ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ბიზნეს სექტორს.

ისინი თბილისში 21 თებერვლამდე დარჩებიან.

კავკასიის უნივერსიტეტი ავსტრიელ სტუდენტებს მსგავსი პროექტის ფარგლებში უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველი ჯგუფი უნივერსიტეტს 2012 წელს ეწვია.


{phocagallery view=category|categoryid=446|limitstart=0|limitcount=0}