ვითიბი ბანკი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიას დაუნიშნავს

11 იანვარი
 გაიმართა.
ვითიბი ბანკმა და კავკასიის უნივერსიტეტმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ განაცხადეს. ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს სტიპენდიის დანიშვნას იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს აიღებენ და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან.

უნივერსიტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან ვითიბი ბანკში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი დასაქმდებიან ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტებში და ფილიალებში. სტაჟირების გავლა შესაძლებელი იქნება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიებისა და სახელმწიფო მართვის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტისა და ვითიბი ბანკის სტრატეგიუილი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც პირველ რიგში ბანკის მიერ უმაღლესი სასწავლებლის ფინანსურ მხარდაჭერას ითავლისწინებს.

{phocagallery view=category|categoryid=517|limitstart=0|limitcount=0}