შეხვედრა ჩინეთის დელეგაციასთან

11 იანვარი
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელი, სიას უნივერსიტეტის რექტორი - დოქტორი შონ ჩენი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას შეხვდა;

ვიზიტის მიზანი კავკასიის უნივერსიტეტისა და სიას საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით ჩინური კულტურის ცენტრის დაარსება იყო.

უნიკალური ცენტრი საქართველოში რთულად მოსაძიებელ წიგნებს გააერთიანებს და ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას მოემსახურება. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ ჩინური ენა, გაეცნონ ჩინურ კულტურას და წაიკითხონ ჩინურ ენაზე.

კავკასიის უნივერსიტეტმა პარტნიორი უნივერსიტეტისგან უკვე მიიღო პირველი საჩუქარი - 200 რთულად მოსაძიებელი ჩინური წიგნი საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ სიას უნივერისტეტის რექტორს - დოქტორ შონ ჩენს კავკასიის უნივერისტეტის 2014 წლის საპატიო დოქტორის წოდებაც მიენიჭა.

{phocagallery view=category|categoryid=552|limitstart=0|limitcount=0}