უნივერსიტეტმა ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის საგრანტო პროექტის "QA-TNE: Promoting quality and recognition of transnational education in Armenia and Georgia" წლიურ საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა. აღნიშნულ საგრანტო პროექტს კავკასიის უნივერსიტეტი 2013 წლიდან ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხარისხის უზრუნველყოფის შიდა (HEIs) და გარე (EQAs) მექანიზმების შემუშავება და დანერგვა OECD/UNESCO-ს რეკომენდაციების შესაბამისად, რათა ხელი შეუწყოს ტრანსნაციონალური განათლებისათვის საჭირო რეგულაციების ამოქმედებას და განვითარებას საქართველოსა და სომხეთში.
შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უმაღლესი განათლების ატაშემ ოლივერ რაიზნერმა.
შეხვედრას დაესწრნენ პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები სომხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ბელგიიდან.
{phocagallery view=category|categoryid=561|limitstart=0|limitcount=0}