, სადაც მიწვეული იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები.
ორგანიზაცია აქტიურად გეგმავს ითანამშრომლოს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან სტაჟირების და დასაქმების თვალსაზრისით.
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ორგანიზაციის ინოვაციური პროექტი, რომელიც შემუშავებულია სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიური სააგენტოების მოდელებზე დაყრდნობით. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზს, რაოდენობრივი შეფასების მეთოდების დანერგვასა და დახვეწას, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას პოლიტიკოსების, პოლიტიკურ პარტიათა და სხვადასხვა დარგის საექსპერტო წრეების კვალიფიკაციისა და სანდოობის კუთხით.
„Oxygen Of Democracy" პოლიტიკოსთა შეფასების კრიტერიუმად იყენებს კომპეტენტურობის სასტარტო მაჩვენებელს, სანდოობის მეტრს და პოზიციათა სტაბილურობის მეტრს. ხოლო პოლიტიკურ პარტიათა შეფასების კრიტერიუმებია: მარგი ქმედების პოტენციალი, გავლენის მეტრი და დაპირებათა მეტრი. ექსპერტების შეფასება კი კომპეტენტურობის სასტარტო მაჩვენებელის და პროგნოზირების ხარისხის მეტრის საფუძველზე ხდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „Oxygen Of Democracy",საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვან თემებზე გადამოწმებულ, დაზუსტებულ ინფორმაციას, შესაბამისი კვლევის და ანალიზის სახით მიაწვდის საზოგადოებას.
ამასთან, სააგენტო სამომავლოდ განავითარებს ახალი თაობის საექსპერტო წრეების აღმოჩენისა და პოპულარიზაციის პროცესს.
დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
{phocagallery view=category|categoryid=585|limitstart=0|limitcount=0}