ლექცია კიბერუსაფრთხოების თემაზე კავკასიის უნივერსიტეტში

11 იანვარი
ლექციის მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში სტუდენტების ინფორმირება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

კურსი თავდაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და სალექციო კურსის ხელმძღვანელმა სვიმონ მასხარაშვილმა გახსნეს. მათ კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებისა და ამ კუთხით სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, ბიუროს საქმიანობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში საპილოტე სახით წარმოდგენილია სალექციო კურსი. კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

შეხვედრა, მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. 



{phocagallery view=category|categoryid=620|limitstart=0|limitcount=0}