პირველი ლექცია 2 მარტს 18:30 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. ტრენინგი ჩატარდა მე-5 სართულზე C7 აუდიტორიაში, რომელსაც ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებში დასაქმებული სპეციალისტები დაესწრნენ.
კურსს ოფიციალურად გახსნეს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ციკოლიამ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი კომპანიების მიერ გამოხატული დიდი ინტერესიდან გამომდინარე ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ორ რაუნდად გაიმართება და ჯამში 40 ექსპორტიორი კომპანიის თანამშრომელი გადამზადდება.
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ტარდება 2-27 მარტის განმავლობაში. პროექტის მიზანს წარმოადგენს ექსპორტის სერტიფიცირებული მენეჯერების მომზადება, რომლებიც ექსპორტის განხორციელების მიმართულებით შეიძენენ შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.
{phocagallery view=category|categoryid=635|limitstart=0|limitcount=0}