მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას ქვეყნის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიაში გაივლიან. ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ და დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, მათთვის საინტერესო სეგმენტში მოსინჯონ ძალები და პრაქტიკული მეცადინეობების შემდგომ სასურველი მიმართულება აირჩიონ.
მემორანდუმი ძალაში აპრილიდან შევა. სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება ერთობლივი პროგრამები. მემორანდუმის ფარგლებში, გათვალისწინებულია სილქნეტის სპეციალისტების მიერ საჯარო ლექციების ორგანიზება კავკასიის უნივერსიტეტში.
{phocagallery view=category|categoryid=790|limitstart=0|limitcount=0}