კავკასიის უნივერსიტეტსა და ჰამბურგის უნივერსიტეტს შორის, გერმანია, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

6 ნოემბერი 2025

ხელშეკრულება გაფორმდა უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლებს შორის და ითვალისწინებს სტუდენტთა სემესტრულ გაცვლით პროგრამებს. აღნიშნული შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს საშუალებას მისცემს აკადემიური სემესტრი გაატარონ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში.

 

აღსანიშნავია, რომ ჰამბურგის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა გამოირჩევა კვლევაზე დაფუძნებული სწავლებით და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობით. ბიზნესის სკოლა აერთიანებს 4,000-ზე მეტ სტუდენტს და ორიენტირებულია პასუხისმგებელი ლიდერების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ემსახურებიან მდგრადი განვითარების პრინციპებსა და თანამედროვე ბიზნეს გამოწვევების მართვას.

 

ჰამბურგის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ფლობს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო აკრედიტაციას — EQUIS (2023) და ბიზნეს ადმინისტრირების კვლევების მიმართულებით იკავებს მე-3 პოზიციას გერმანიაში (Wirtschaftswoche Ranking 2024).