კავკასიის უნივერსიტეტს, 15 მაისიდან - 29 მაისამდე, აშშ-ის ჩარლსტონის კოლეჯის, სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებს უტარდებათ ინტენსიური ლექციები თემაზე „საზღვრები და შეზღუდვები - საქართველოს მაგალითზე“. ლექციებს შეურთდნენ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეციენრებათა სკოლის პროფესორი, გურანდა ჭელიძე და ლექტორი, დავით დარეჯანაშვილი, აგრეთვე კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის მოწვეული პროფესორი, სერგი კაპანაძე.
კავკასიის უნივერსიტეტი ხშირად მასპინძლობს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე, ჩარლსტონის კოლეჯის პროფესორი ბრაიან განავეი და კავკასიის უნივერსიტეტი პრეზიდენტი კახა შენგელია შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ვიზიტები რეგულარული ხასიათის იქნება.