6 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა ვორკშოპი სახელწოდებით ,,ტექნოლოგიები არა ტექნოლოგიური ადამიანებისთვის.
შეხვედრას უძღვებოდა სტუდენთ ჰანთის მმართველი პარტნიორი სანდრო კანდელაკი.
ვორკშოპის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ტექნოლოგიების განვითარება ბოლო 10 წლის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის როლი და აქტუალობა თანამედროვე სამყაროში და სად, რაში და როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები. შეხვედრის ბოლოს, სანდრომ დამსწრეებს გაუზიარა ინფორმაცია ისეთი ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს და უფრო საინტერესოს გახდის.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.