აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულება კავკასიის უნივერსიტეტსა და ფერლი დიკინსონის (FDU) უნივერსიტეტებს შორის

18 მაისი 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტს (აშშ) შორის აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

 

შეთანხმების ფარგლებში მხარეები ერთობლივ საბაკალვრო პროგრამას შეიმუშავებენ -მასპინძლობის მენეჯმენტში (Hospitality Management). პროგრამის კურსდამთავრებულს ორმაგი ხარისხი მიენიჭება და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი გადაეცემა.

 

ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტი აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნიუ ჯერსის წამყვანი, უდიდესი კერძო უმაღლესი სასაწავლებელია. ის მსხვილი, მრავალკამპუსიანი ინსტიტუტი და აკადემიური წარმატების ცენტრია, რომელიც მრავალდისციპლინურ, კულტურათშორის და ეთიკური ცოდნის გაცემას უზრუნველყოფს. ეს აუცილებელია იდეების, კომერციისა და კულტურის გლობალურ ბაზარზე მონაწილეობის, წარმართვისა და განვითარებისათვის. სასწავლო პროგრამა ასახავს გლობალური განათლების მისიას და ეროვნულ დონეზე საბაზისო ცოდნის ჩამოყალიბებას ემსახურება.

 

უნივერსიტეტი მსურველებს 100-ზე მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას სთავაზობს. FDU- ს ბიზნესის სკოლა AACSB–ის მიერაა აკრედიტებული.

 

მნიშვნელოვანია, რომ FDU- ს მასპინძლობის, სპორტისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლა მოწინავე ადგილებს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში. 2016 წლის მონაცემით, სკოლა Princeton Review-ს ”Gourman Report”-ის 15 საუკეთესო ოთხ-წლიან მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამათა სიაში მოხვდა, ხოლო SuccessfulStudent.org–ის გამოკითხვით, ქვეყნის 25 საუკეთესო მასპინძლობის კოლეჯის სიაში მეექვსე ადგილი დაიკავა. 2019 წელს, TheBestSchools.org- ის ქვეყნის მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამების სიაში პროგრამამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ჟურნალ CEOWORLD-მა მეხუთე ადგილი მიანიჭა მსოფლიოს ყოველწლიური საუკეთესო მასპინძლობისა და სასტუმროს მენეჯმენტის სკოლების რეიტინგში. 2020 წლის კოლეჯის რანგის მიხედვით აღნიშნული პროგრამა ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო პროგრამად დასახელდა.