19 სექტემბერს, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტსა და კვლევებისა და განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტს შორის ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
ხელშეკრულებას ხელი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და კვლევებისა და განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა მოჰამად შარიფ მალექზადემ მოაწერეს.