ალკალას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

31 მაისი 2019

31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ალკალას უნივერსიტეტის (University of Alcalá) პროფესორებს მიგელ კამპასა და სალვადორ სანჩესს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან, სოფო შენგელიასთან, ტექნოლოგიების სკოლის დეკანთან, შოთა ნიჟარაძესთან, კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანთან, ნინო კალნდაძესთან, მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანთან, ვახტანგ სურგულაძესთან, ეკონომიკის სკოლის დეკანთან, იოსებ ბერიკაშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დერექტორთან, ირენა მელუასთან.

 

ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, სამომავლოდ დაგეგმეს ორმაგი ხარისხისა და გაცვლითი პროგრამების, ასევე საერთაშორისო ერთობლივი პროექტების განვითარება.

 

გასათვალიწინებელია, რომ ალკალას უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას.