18 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს ამერიკელი იურისტები Diane Glauber, David Zisser, პროექტის ავტორი და ორგანიზატორი ლევან ჯორბენაძე ეწვივნენ.
მათ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებს გააცნეს პროექტი სახელწოდებით „საზოგადოების განვითარება და სამოქალაქო უფლებები - გამოცდილების გაზიარება“. მსმენელებმა საქართველოში მოქმედი იურიდიული დახმარების სისტემის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამერიკელმა იურისტებმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ ისაუბრეს ამერიკაში საზოგადოების განვითარების: საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებების დადების, ხელმისაწვდომი საცხოვრისის და Pro Bono საქმიანობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება საკანონმდებლო პრაქტიკის (LFP) პროგრამის ფარგლებში. მხარდაჭერილია საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების (ACTR/ACCELS) მიერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეების ბიუროსგან მიღებული დაფინანსებით.