ინტენსიური მოსამზადებელი ლექცია ინდოეთის საკვალიფიკაციო სკრინინგ ტესტისთვის - FMGE

9 აპრილი 2024

კავკასიის მედიცინის სკოლის დამამთავრებელი კურსის უცხოელი სტუდენტებისთვის ჩატარდა ინტენსიური მოსამზადებელი  ლექცია ინდოეთის საკვალიფიკაციო სკრინინგ ტესტისთვის - FMGE.

 

ლექცია ჩაატარა ENT-ის ცნობილმა პროფესორმა, დოქტორმა რაჯივ დავანმა, რომელმაც დაწვრილებით მიმოიხილა გამოცდის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა - E.N.T. (Ear, Nose and Throat). 

 

სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს FMGE-ის გამოცდის სტრუქტურაზე, მეთოდოლოგიაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოემზადონ თითოეული კომპონენტისთვის.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.