CU-ის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, ირაკლი შამათავას სტატია -“Crypto-Democracy: code as the architecture of collective will and the new foundations of governance”-ში

10 მარტი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, ირაკლი შამათავას სტატია -“Crypto-Democracy: code as the architecture of collective will and the new foundations of governance” - იტალიაში, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - “Rivista Italaina Di Conflittologia'' გამოქვეყნდა.

 

აღნიშნული სტატია შედარებითი სამართლისა და ინტეგრაციის პროცესების დოქტორთან, ფაბიო ზამბარდინოსთან თანამშრომლობით მომზადდა.

 

აღსანიშნავია, რომ ირაკლი შამათავამ, 2025 წელს, ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის (Università degli Studi della Campania Luigi Vanvitelli) სტიპენდია მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც იმუშავა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების, კრიპტოვალუტების - ტოკენებისა და ბიტკოინების შედარებით-სამართლებრივ რეგულირებაზე. აღნიშნული სამეცნიერო სტატია სწორედ ამ კვლევით თემატიკას წარმოადგენს.

 

სტატიის ბმული.

 

ფაბიო ზამბარდინო, ირაკლი შამათავა (2025) Crypto-Democracy: code as the architecture of collective will and the new foundations of governance. N. 50/2025, გვ. 100-131.