სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორის სტატია ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში

7 ივნისი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურმა თანახელმძღვანელმა, აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა, ემირ ეთერიამ ევროპული კვლევების ცენტრის (Centre for European Studies, Alexandru Ioan Cuza University, Iași, Romania) ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Impact of the EU Deep and Comprehensive Free Trade Area Agreements on Trade Performance of Georgia and Moldova“.

 

კვლევა შეეხება ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გავლენის შეფასებას საქართველოსა და მოლდოვაზე 2010-2019 წლების პერიოდში.

 

სტატიის ბმული