2 დეკემბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფ. ეკა აკობიამ, უმასპინძლა სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლის (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი) ასოცირებულ პროფესორს, ოლგა ოლეინიკოვას, რომელიც მოკლევადიანი ვიზიტორი მკვლევარის სტატუსით ჩამოვიდა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში.
პროფ. ოლეინიკოვა გახლავთ სოციალური გავლენის ტექნოლოგიებისა და დემოკრატიის კვლევის ჰაბის (SITADHub) დირექტორი სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კომუნიკაციების სკოლაში.
იგი ფლობს სიდნეის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს სოციოლოგიაში და არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი. გარდა ამისა, კვლევასა და სოციალური გავლენის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ოლგა ოლეინიკოვა დასახელებული იყო Forbes-ის Top 40 Global Ukrainians-სა და Forbes-ის 30 Under 30-ის ნომინანტების ჩამონათვალში. ის ასევე არის ავსტრალიის ჰუმანიტარული, ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებების (CHASS) Future Leader Award-ის ფინალისტი.
პროფ. ეკა აკობიამ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა სკოლის აკადემიური პროგრამებისა და სხვადასხვა კვლევითი მიმართულებების შესახებ. თავის მხრივ, პროფ. ოლგა ოლეინიკოვამ ისაუბრა მისი მიმდინარე კვლევითი პროექტისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა შეხვედრები და ვორქშოფები სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან.
