აუდიტორული კომპანია EY -ის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

14 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, დიდი ოთხეულის კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებს შეხვდა აუდიტორული კომპანია EY.


სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ კომპანიაში სტაჟირების გასავლელად და შემდგომში დასასაქმებლად საჭირო ინფორმაცია. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა.