12 მარტს, დიდი ოთხეულის წევრი, საერთაშორისო კომპანია დელოიტი ეწვია კავკასიის უნივერსიტეტს.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სტუდენტებთან შემდგომ თანამშრომლობას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია კომპანიაში სტაჟირების და შემდგომში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.