კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, გიგა აბუსერიძის თანაავტორობით, ამერიკულმა აკადემიურმა გამომცემლობამ IGI Global გამოსცა წიგნი სახელწოდებით „Globalization, Global Security, and New International Realities for Modern Democracies“.
წიგნში განხილულია გლობალიზაციის, გლობალური უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე გამოწვევები, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგის აუცილებლობა, სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერორიზმისა და გარემოს დაცვის საკითხები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.