CU - ში ბუთქემფი მიმდინარეობს

22 ნოემბერი 2024

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისთან თანამშრომლობით, CU - ში მიმდინარეობს ხუთ დღიანი ბუთქემფი - შესავალი ლინ სტარტაპ მეთოდოლოგიაში. ტრენინგებს  უძღვება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტი, ბობ სმიტი.

 

ბუთქემფში ტრენერების სახით ასევე ჩართულები არიან ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, მათ შორის : ქეთევან ხუნწარია - ანტრეპრენერი, აქსელის საინვესტიციო საბჭოს წევრი და ანგელოზი ინვესტორი, ლაშა გორგოშიძე - Startup Georgia – ს დამფუძნებელი, სტარტაპ მენტორი და გიორგი რაზმაძე, Awork - ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი სვანიძე - ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

 

ხუთ დღიანი ბუთქემფში მონაწილეობას იღებს კავკასიის უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 50 - ზე მეტი სტუდენტი, რომლებიც  ეცნობიან სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად ეტაპს.  ეს მოიცავს ლინ სტარტაპის მეთოდოლოგიას, სტარტაპ იდეის გენერაციასა და ვალიდაციას, მომხმარებელთან ურთიერთობას, ღირებულების შეთავაზებას, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებას, ბაზრის კვლევას, ბრენდინგს, დაფინანსების მოზიდვას, ფინანსური პროგნოზებს, ფიჩინგსა და მის ტექნიკებს. ბუთქემფი დასრულდება დემო დღით, სადაც მონაწილე გუნდები წარადგენენ თავიანთი სტარტაპ იდეების პრეზენტაციას.

 

ბუთქემფი ხორციელდება სამეწარმეო კვირეულისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ (EEPIIQ) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.