როგორ მივაწოდოთ ბიზნესს ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება

9 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა''-ში, გაიმართა შეხვედრა Deal Company–ის და Film Collectiv – ის თანადამფუძნებელ სალომე სულავასთან, რომელიც არის საერთაშორისო ტრენერი, Luxury და B2B გაყიდვების ექსპერტი. 10 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საფრანგეთში და პარტნიორობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან – Balenciaga, Chloe, Christian Dior და სხვ.

 

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერმა სტუდენტებს გაუზიარა მის შთამბეჭდავი პროფესიული გამოცდილება, ისაუბრა მათთან იმ საჭირო უნარ-ჩვევებსა და ცნობიერებაზე, რომელიც საჭიროა საერთაშორისო წარმატებისათვის.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, კითხვა-პასუხის ფორმატში.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სალომემ გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ევროპული სტანდარტის დასანერგად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საქართველოში დააფუძნა - Deal Company, რომელიც არაერთ კომპანიას დაეხმარა გაყიდვების სტიმულირებასა და მომსახურების გაუმჯობესებაში.