ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

1 თებერვალი 2020

1-ლ თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის, თემებზე: „მარკეტინგმა რა ჰქმნა?!“, „სტრატეგიის როლი ბიზნესში“ და „ბლოკჩეინი ფინანსებში“.

 

მონაწილეებმა მოისმინეს მოკლე ლექციები და გააანალიზეს კონკრეტული შემთხვევები. ვორკშოპის მიმდინარეობისას, მათ დაურიგდათ ქეისები, უპასუხეს კითხვებს და შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც მათი აზრით, კონკრეტული კომპანიისთვის წარმატების მომტანი იქნებოდა. 

 

„მარკეტინგმა რა ჰქმნა?!“ მომხსენებელი იყო კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა. ვორკშოპის მიზანს, მარკეტინგის შესახებ, ინფორმაციის მიღება და კონკრეტული შემთხვევების დამუშავება წარმოადგენდა. 

 

„სტრატეგიის როლი ბიზნესში“ მომხსენებელი კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორი, რუსუდან ჩაჩანიძე იყო. ვორკშოპზე აბიტურიენტებმა, ლექტორთან ერთად, სტრატეგიული მართვის პროცესი პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მიმოიხილეს. 

 

ვორკშოპის „ბლოკჩეინი ფინანსებში“ მიზანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიის, ბლოკჩეინის, მნიშვნელობის, მუშაობის სპეციფიკისა და პოტენციალის განსაზღვრა, ფინანსების დარგში. ვორკშოპის მომხსენებელი - ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი ერეკლე პირველი.

 

ვორკშოპის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.